top of page

CEA-ს მოსწავლეები სტუმრად პიკასოს სახელოსნოში

  • Writer: CEA
    CEA
  • 4 days ago
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეები  პიკასოს სახელოსნოს ესტუმრნენ და ერთი დღე ხელოვნებას დაუთმეს. ბავშვებს არტისტმა, მხატვარ-დიზაინერმა და მხატვართა კავშირის წევრმა მაია მესხმა უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში აკადემიელები დეკუპაჟის შერეულ ტექნიკას გაეცნენ და უნიკალური ნამუშევრების შექმნას თავადაც შეეცადნენ. ბავშვებმა წინასწარ დაგრუნტულ ხის მასალებზე სააღდგომო თემატიკის სურათები გადაიტანეს, შემდეგ კი საღებავებით დაამუშავეს.  

 

აქტივობაში აკადემიის Vა, VIა, I ა და ბ კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მის მიზანს ბავშვების შემოქმედებითი განვითარება და საინტერესო, შემეცნებით გარემოში განსხვავებული გაკვეთილის ჩატარება წარმოადგენდა.

 

სახელოსნოში ვიზიტი აკადემიის ხელოვნების მასწავლებლის, ელენე თევზაძის ინიციატივით განხორციელდა.  პროცესის ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთნენ კლასის დამრიგებლები – ნანა ჯაფიაშვილი, თამარ პეტრიაშვილი, ნინელი ნეფარიძე და ნატო მეფარიშვილი.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page