top of page

CEA-ს მოსწავლეები საყვარელი წიგნის ავტორს შეხვდნენ


თანამედროვე განათლების აკადემიის მეოთხე ბ კლასის მოსწავლეები, საყვარელი წიგნის ავტორს, მარიამ ჯამდელიანს შეხვდნენ. ბავშვებმა „კუდამელა ბოგის თავგადასავალი“ წაიკითხეს და ავტორთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. კლასის დამრიგებელმა, მანანა მაისურაძემ ბავშვებს ოცნება აუხდინა - მოსწავლეები მარიამს  „აზროვნების აკადემიაში“ შეხვდნენ.


შეხვედრა ძალიან სახალისო, საინტერესო და ინტერაქციული ხასიათის იყო. მწერალმა და ჩვენმა მოსწავლეებმა წიგნის მთავარი პერსონაჟები და თითოეული მათგანის ხასიათი განიხილეს. ავტორს დაუსვეს უამრავი კითხვა, რაზეც მარიამმა ამომწურავი პასუხები გასცა.


შეხვედრის ბოლოს მწერალს CEA-ს მოსწავლეებისგან საჩუქრად წიგნის ხელნაკეთი ყდა გადაეცათ, რომელიც პატარების ფერადი წერილებით იყო გაფორმებული.


თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის მეოთხე ბ კლასის დამრიგებელს, მანანა მაისურაძესა და ასისტენტს, ელენე წერეთელს აკადემიის პოპულარიზებისა და საინტერესო აქტივობისთვის!

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page