top of page

CEA-ს მოსწავლეები ამერიკაში მიემგზავრებიან

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 25
  • 1 min read

Updated: Apr 30


თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ემზადება, სადაც Diamond Challenge-ის ფინალში, მსოფლიოს ქვეყნებს შორის იასპარეზებს.


CEA-ს გოგონების გუნდი საერთაშორისო პროექტისა და კონკურსის “ბრილიანტის გამოწვევის” რეგიონული კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც საქართველოში ორგანიზებულია „სიქასა“ და "განათლებისა და მართვის გუნდების" (TEaM) მიერ, პავლე თვალიაშვილის ხელმძღვანელობით.


აკადემიის X კლასის მოსწავლეების – მართა შალამბერიძის, ელენე ჯღარკავასა და თინათინ ძაპტაშვილის გუნდმა გამარჯვება პროექტით "Alere" მოიპოვა. მათ მენტორობას მათემატიკის მასწავლებელი თამთა წუწუნავა უწევდა.


"Alere" არის აპლიკაცია, რომელიც ახალბედა მშობლებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის ინფორმაციული ბიბლიოთეკა, რომელიც სხვადასხვა თემის მიხედვითაა დახარისხებული. აპლიკაციას აქვს მიმოწერის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მშობელს დასმულ კითხვაზე პასუხი წამიერად მისდის. გარდა ამისა, მშობლებს აქვთ წვდომა შვილის სამედიცინო ისტორიასთან, რაც მათი მოვლის პროცესს ამარტივებს.


CEA-ს გუნდი მსოფლიო ტურზე თანამედროვე განათლების აკადემიის თანადაფინანსებით გაემგზავრება. „Diamond Challenge”-ს ფინალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელავერის უნივერსიტეტში, 1-2 მაისს გაიმართება.


ქართველ მოსწავლეებს ახლა შანსი აქვთ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შეეჯიბრონ და საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ.


თანამედროვე განათლების აკადემია წარმატებებს უსურვებს CEA-ს გუნდს „ბრილიანტის გამოწვევის“ მსოფლიო ფინალზე!

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page