top of page

CEA-ს მეცხრეკლესელების იმიტირებული სასამართლო პროცესი

თანამედროვე განათლების აკადემიის მეცხრეკლასელებმა ჭაბუა ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას" მიხედვით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. ღონისძიების მიმდინარეობისას მსჯელობა ეხებოდა ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირის, არქიფო სეთურის მიერ სხვა პერსონაჟების უფლებების დარღვევას. ლიტერატურული სასამართლო მიზნად ისახავდა არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.


სასამართლო პროცესის დასასრულს მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს სახალხო დამცველის, ევროკომისიის ინსპექტორის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის ანგარიშები. მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანის რომელი უფლებები ილახებოდა სეთურის მმართველობაში, რამდენად სრულდება მის მიერ დაარსებულ სკოლაში საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.


აქტივობა აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჯულიეტა ჯანჯღავამ დაგეგმა და განახორციელა.

______________

Bình luận


bottom of page