top of page

CEA-ს მეშვიდეკლასელებმა ფონდ „მომავლის გზას“ საჩუქრები გადასცეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Nov 30, 2023
  • 1 min read

Updated: Dec 7, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიის მეშვიდე ა კლასის მოსწავლეები საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“ ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.


ბავშვები აქციაში თავიანთი ინიციატივით ჩაერთნენ. აკადემიაში ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები და ტკბილეული შეაგროვეს, შემდეგ კი დაახარისხეს, ყუთებში ჩაალაგეს და ამანათების ტრანსპორტირება უზრუნველყვეს.


საქველმოქმედო აქციას ორგანიზება, კლასის დამრიგებელმა, თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორმა დავით მალაზონიამ, ასისტენტმა თიკა ჯაფარიძემ და ფსიქოლოგმა თეონა ბოგველმა გაუწიეს.


თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის მეშვიდე ა კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩართვისთვის!

______________

Comentários


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page