CEA-ს მესამეკლასელებმა ოფთალმოლოგს უმასპინძლეს
- CEA
- Feb 4
- 1 min read
Updated: Feb 21

თანამედროვე განათლების აკადემიის III ბ კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. ბავშვებს ერთ-ერთი მოსწავლის, მარიამ ანდღულაძის დედა, ოფთალმოლოგი სოფო ტურძილაძე ესტუმრა. მან თემის „თვალები ჩვენი სიმდიდრეა“ ფარგლებში, თვალის მოვლის წესებზე და აუცილებლად გასათვალისწინებელ რჩევებზე ისაუბრა.
ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაიცვან თვალი მავნე ფაქტორებისგან, როგორია ჰიგიენის ძირითადი წესები და რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული ოფთალმოლოგიური შემოწმება. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში, სტუმარს უამრავი საინტერესო კითხვა დაუსვეს და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
სტუმრის ვიზიტი, მე და საზოგადოების გაკვეთილზე, კლასის დამრიგებლის ნია ყანჩაველის ინიციატივით განხორციელდა. აქტივობამ სასწავლო პროცესის ინტერაქტიურად წარმართვა უზრუნველყო, რაც ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მათ ცნობიერებაში ჯანმრთელობის მნიშვნელობის განმტკიცებას უწყობს ხელს.
Comments