თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ბ კლასის მოსწავლეებმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს. ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნილი, ილუსტრირებული წიგნი წარმოადგინეს, რომელშიც მცირე ნაწარმოებები თავად ჩაწერეს და საკუთარი ხელით გააფორმეს.
ღონისძიებას მშობლები დაესწრნენ, რომელთა ჩართულობით აქტივობა - „ვსაუბრობთ ქართულად“ განხორციელდა. სამ ჯგუფად გადანაწილებულ მშობლებს წინასწარ მომზადებული სიტყვების ჩამონათვალი გადაეცათ. გუნდებს ბარბარიზმებისა და მათი სწორი შესატყვისების მოძებნა დაევალათ. მშობლების მიერ შესრულებული დავალება მოსწავლეებმა შეაფასეს და გამარჯვებული გუნდი გამოავლინეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმარს უმასპინძლეს. თბილისის N192-ე და N221-ე საჯარო სკოლების მასწავლებელმა, კალიგრაფისტმა რუსუდან სუხაშვილმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა და ბავშვებს ის ნივთები უჩვენა, რომელსაც ჩვენი წინაპრები წერის დროს იყენებდნენ. შემდეგ მოსწავლეებს კალიგრაფიის მასტერკლასი ჩაუტარა და თითოეულს საკუთარი ნიმუშის შექმნაში დაეხმარა.
ღონისძიება მესამე ბ კლასის ხელმძღვანელის, მანანა მაისურაძის ორგანიზებითა და ასისტენტის, ელენე წერეთლის მხარდაჭერით გაიმართა. საღამოსთვის მუსიკალური ნომერი აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ მოამზადა. ხელნაკეთი წიგნისა და ღონისძიების მხატვრული გაფორმება ხელოვნების მასწავლებელმა, ნინო იოვაშვილმა უზრუნველყო.
______________
Comments