top of page

CEA-ს მეორე გ კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს


თანამედროვე განათლების აკადემიის მეორე გ კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. კლასის დამრიგებელი კატო გურგენიძე ბავშვებს ესაუბრა თუ როგორ უნდა იზრუნონ ჩვენს პლანეტაზე. შემდეგ კი ერთად შეიმუშავეს წესები, რომლის დაცვაც მათ ამაში დაეხმარება. მოსწავლეებმა ასევე ნახეს ვიდეო, როგორ აღნიშნეს ეს დღე დისნეილენდში.


ბავშვებმა იმსჯელეს ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზეც და გაარკვიეს, როგორ დაეხმარებიან დედამიწას თუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსის - წყლის მოხმარებას შეზღუდავენ.


მოსწავლეებმა ბოლოს სიმბოლურად დედამიწის ხელნაკეთი სამაჯურები დაამზადეს.

დედამიწის დღე 1970 წლის შემდეგ ყოველ 22 აპრილს აღინიშნება.

Comments


bottom of page