top of page

CEA-ს მეორეკლასელებმა ქართველ მწერალსა და ილუსტრატორს უმასპინძლეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Mar 20, 2023
  • 1 min read

Updated: Mar 24, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიის მეორე ბ კლასის მოსწავლეებმა „კრეატიული წიგნიერების“ ფარგლებში ქართველი ავტორის ნატო დავითაშვილის „პატარა დინოზავრი დინდინელა“ წაიკითხეს. კლასის დამრიგებელმა მანანა მაისურაძემ მათ წიგნის ავტორთან და ილუსტრატორთან შეხვედრა მოუწყო. ნატო დავითაშვილსა და ანი ბიჩინაშვილს პატარებმა ჯერ საკლასო ოთახში უმასპინძლეს და „დინდინელას“ მიხედვით შექმნილი სტენდი უჩვენეს, შემდეგ კი ბიბლიოთეკაში წიგნი ერთად განიხილეს. სტუმრებმა ბავშვების კითხვებს სიამოვნებით უპასუხეს.


შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა „დინდინელას“ ილუსტრაციები გააფერადეს.

„პატარა დინოზავრი დინდინელა“ პირველად 30 წლის წინ გამოიცა, მეორედ კი 10 წლის წინ. ქართველი ავტორის წიგნი დღემდე პატარების საყვარელი კლასგარეშე საკითხავია. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page