თანამედროვე განათლების აკადემიაში მეოთხე კლასის მოსწავლეებს შორის ესტაფეტა ჩატარდა. სპორტული ღონისძიება სხვადასხვა განმავითარებელ ვარჯიშს მოიცავდა: ბავშვებს დაბრკოლებები უშეცდომოდ უნდა გადაელახათ და ესტაფეტა გუნდის წევრისთვის სწრაფად გადაეცათ. ასევე, შეასრულეს ვარჯიში „ბურთი თავს ზემოთ“. სპორტული აქტივობები სისწრაფეზე, მოქნილობასა და გუნდურობაზე იყო ორიენტირებული.
მეოთხეკლასელებს შორის განმავითარებელი ვარჯიშები სპორტის მასწავლებლების სოფო ჩოჩნიძისა და თიკო რიჟამაძის ინიციატივით ჩატარდა. მათი თქმით, მსგავსი სახის აქტივობები ბავშვებში სხვადასხვა მნიშვნელოვან უნარს ავითარებს, როგორიცაა ყურადღება, გამძლეობა, სისწრაფე, მოქნილობა და სხვა.
Comentarios