მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა თანამედროვე განათლების აკადემიაში მშობლებს უმასპინძლეს. ბავშვებმა მათ სამი პროექტი წარუდგინეს.
ღონისძიება ხელნაწერი წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა, რომლის შესახებაც მოწვეულ სტუმრებს მოსწავლეებმა თავად უამბეს. წიგნი „დაუვიწყარი მოგზაურობა“ პატარა აკადემიელებმა კლასის დამრიგებლის მზეო კვინიკაძის დახმარებით შექმნეს.
ღონისძიება სამოტივაციო მინი-ფილმების წარდგენით გაგრძელდა. სამი მოსწავლით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა იგავ-არაკებისა და თავიანთი ინტერპრეტაციით შექმნილი სიუჟეტების მიხედვით, მინი-ფილმები გადაიღეს და სტუმრებს წარუდგინეს.
მესამე პროექტი იყო ფილმი „მისტერ უჟმური“, რომელშიც თავად მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფილმში ასახულია, როგორ არის შესაძლებელი შავ-თეთრი ცხოვრების გაფერადება.
ღონისძიება „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. კლასის დამრიგებელმა თითოეულ მოსწავლეს, სიმბოლურად, კინოინდუსტრიის მთავარი პრიზი - „ოსკარი“ გადასცა.
______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comments