თანამედროვე განათლების აკადემიის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა მერვეკლასელებისთვის პრეზენტაცია მოამზადეს. აკადემიელებმა მათ ორი თემა წარუდგინეს.
თეონა თვალაძისა და ანა პაპაშვილის საპრეზენტაციო თემა დედაენის დღეს მიეძღვნა, რომელზეც მათ ერთობლივად იმუშავეს, ხოლო ანდრია ბერია 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს შეეხო.
პრეზენტაცია 9 აპრილის ჰიტად ქცეული სიმღერით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ დასრულდა.
მეთორმეტეკლასელებმა საპრეზენტაციო თემები ისტორიის მასწავლებლის ნინო მიმინოშვილის დახმარებით მოამზადეს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comments