top of page

"CEA-ს ეკოელჩები" კეცხოველის კონკურსის ნახევარფინალში

  • Writer: CEA
    CEA
  • Jun 7, 2024
  • 1 min read

Updated: Jun 18, 2024

თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ნახევარფინალშია. „CEA-ს ეკოელჩებმა“, განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 1334 ნერგი დააგროვეს. ნახევარფინალურ შეხვედრაზე სკოლის გუნდები თავიანთ აქტივობებს ჟიურისა და სხვა დამსწრეების წინაშე წარადგენენ, რა დროსაც გამარჯვებული სკოლები გამოვლინდებიან.

 

აკადემიის ეკოკლუბს ინგლისური ენის მასწავლებელი ანანო შანავა ხელმძღვანელობს. გუნდის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები: ნინო ქემოკლიძე, ელენე თევზაძე, გიორგი კაკოჩაშვილი, მანანა ჭყონია და მოსწავლეები: ელენე ჯღარკავა, მარიამ რურუა, თინათინ ძაპტაშვილი და ელისაბედ ფერბენქსი.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ეკოკლუბების კონკურსია. მისი მთავარი იდეაა, მოხდეს სკოლის მოსწავლეების ინფორმირება მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, რათა მათ დაინახონ საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად.

 

თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის „CEA-ს ეკოელჩებს“ და წარმატებებს უსურვებს!

______________

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page