თანამედროვე განათლების აკადემიაის 6 მოსწავლისგან შემდგარმა გუნდმა STEM ოლიმპიადაზე იასპარეზა. კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს IX-X კლასის მოსწავლეებმა: ელენე ჯღარკავამ, ზუკა ლურსმანაშვილმა, ნიკოლოზ ტოგონიძემ, მზეო-მარიამ გორგაძემ, ალექსანდრე ჩანტლაძემ და ალექსანდრე ქაშიბაძემ. მათ მენტორობა აკადემიის მასწავლებელმა გიორგი კაკოჩაშვილმა გაუწია.
ოლიმპიადა ორ ტურად მიმდინარეობს. პირველ ტურში მოსწავლეებმა ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის დავალებები ინდივიდუალურად შეასრულეს. მეორე, ფინალურ ტურში კი მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ.
გამარჯვებული გუნდი, საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები და ფინალისტები სპეციალური პრიზებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
______________
コメント