top of page

CEA-ს გუნდი!

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 12, 2022
  • 1 min read

Updated: Apr 15, 2022


ამჯერად, გვსურს ძალიან გემოვნებიანი, მშრომელი და მხიარული მანანა სიხარულიძე - დაწყებითი კლასის მასწავლებელი გაგაცნოთ, რომელსაც სიყვარულის განსაკუთრებული ნიჭი აქვს.

"მესამე წელია ამ არაჩვეულებრივი გუნდის წევრი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, აქ არსებული ჰუმანური დამოკიდებულება, გარემო, ადმინისტრაცია, დაცვის თანამშრომლები ერთად ვქმნით თანამედროვე სასკოლო საზოგადოებას. აკადემიაში პრიორიტეტი ზრუნვაზე, თანამშრომლობასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი მუშაობს. აქ ყოველთვის ვსაუბრობთ მრავლობითში. (ჩვენ) ჩვენ ვქმნით. ჩვენ ვთანამშრომლობთ. ჩვენ ვზრუნავთ. ჩვენ ვუზიარებთ. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ზრდიან ადამიანებს. ნებისმიერი მოსწავლისთვის ეს ადგილი ნამდვილად არის საიმედო და სასურველი. ეს უნდა დაიჯეროთ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეც ამ საოცარი ადამიანების გვერდით ვარ. მადლობა."

_____________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page