top of page

CEA-ს გუნდი!



გაიცანით თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის გუნდის წევრი Nineli Neparidze, რომელიც აკადემიაში დაარსების დღიდან მუშაობს.

ნინელის ჩვენი ორგანიზაციის განვითარებასა და წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

Nineli Neparidze დაწყებითი კლასის მასწავლებელია, გამორჩეულად ერთგული, განვითარებაზე ორიენტირებული და შემოქმედებითი. მისი გაკვეთილები გამოირჩევა ორიგინალურობით, მრავალფეროვნებითა და მოსწავლეების შესაძლებლობებსა და ინტერესებზე ორიენტირებით.

"დაარსების დღიდან აკადემიის გუნდის წევრი ვარ. ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან ორგანიზაცის კულტურა და ჩემი ღირებულებები ძალიან გავს ერთმანეთს. თავისუფლება სასწავლო პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული გარემო და თანამშრომლობის მაღალი კულტურა, არის ის მთავარი ფაქტორები, რის გამოც უკვე შვიდი წელია აკადემიის გუნდის წევრად ვრჩები.

დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ყველა იმ მასწავლებელს და მოსწავლეს გაუმართლა, ვინც არჩევანი ჩვენს სკოლაზე შეაჩერა. ალბათ, ძალიან იშვიათია, ასეთი შეკრული გუნდი. სადაც დაცვის სამსახურიდან დაწყებული, სკოლის მენეჯმენტით დამთავრებული, ყველას გააზრებული გვაქვს, რომ ერთად, ერთ დიდი საქმეს გუნდურად ვემსახურებით და ეს მნიშვნელოვანი საქმე მოსწავლეზე ზრუნვაა. უკვე წლებია აკადემიაში დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელია ვარ. თამამად ვიტყვი, რომ ვმუშაობ გამორჩეულად პროფესიონალ, სიახლისადმი ღია, თანამშრომლობის საოცარი უნარით დაჯილდოებულ გუნდთან, სადაც თითოეული მასწავლებლისგან მუდმივად იგრძნობა თანამშრომლობის და გაზიარების მზაობა. განსაკუთრებით ამაყი ვარ ხოლმე, როდესაც გუნდის ახალი წევრები საუბრობენ, იმ თავისუფალ, თბილ, მეგობრულ, კოლეგიალურ გარემოზე, რომელიც CEA-ში მოსვლის პირველივე დღეებში აღმოაჩინეს."

_____________

bottom of page