top of page

CEA-ს აღსაზრდელები თიხის სახელოსნოს ესტუმრნენ

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 16
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღისა და ფრესქულის ჯგუფების — „პეპლების“, „ციცინათელებისა“ და „ფუტკრების“ აღსაზრდელები თიხის სახელოსნო „ბაბალეს“ ესტუმრნენ, სადაც მონაწილეობა შემოქმედებით პრაქტიკულ პროცესში მიიღეს.

 

პატარებმა  სპეციალისტის დახმარებით თიხაზე იმუშავეს, მოახატეს სააღდგომო ნაკეთობები და მოჭიქვის ეტაპი გაიარეს. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეყენებინათ ფანტაზია და უნიკალური ნამუშევრები საკუთარი ხელით შეექმნათ.

 

თიხაზე მუშაობისას ბავშვებმა მოტორული უნარები გაიღრმავეს და მასალის დამუშავების რამდენიმე ტექნიკასაც დაეუფლნენ. გასვლითმა აქტივობამ პატარებს შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკულ საქმიანობაში ახალი გამოცდილება მიეღოთ.

Commentaires


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page