![](https://static.wixstatic.com/media/5d0fa9_77e2e1b07b1c4d61beebdd03bb77c48c~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_649,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/5d0fa9_77e2e1b07b1c4d61beebdd03bb77c48c~mv2.jpg)
თანამედროვე განათლების აკადემიასთან არსებული კარატეს კლუბის „ოკინავა"-ს მოსწავლეებს, ყვითელ ქამარზე, სტილში - შოტოკანი, გამოცდა ჩაუტარდათ. ბავშვები მოწვეულმა სტუმრებმა შეაფასეს.
გამოცდას დაესწრნენ: კარატეს დამფუძნებელი საქართველოში, მე-7 დანის მფლობელი ზურაბ ლეჟავა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კარატეში გოგიტა არქანია და საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე.
მოსწავლეებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. ისინი ყვითელი ქამრის მფლობელები გახდნენ და შესაბამისი შეფასება მიიღეს.
თანამედროვე განათლების აკადემიაში კარატეს კლუბს საქართველოს თორმეტგზის ჩემპიონი, პირველი დანის მფლობელი, მსოფლიო თასის პრიზიორი სტილობრივ კარატეში ნიკა ხატიაშვილი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, პირველი დანის მფლობელი ცირა სამუშია ხელმძღვანელობენ. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comments