თანამედროვე განათლების აკადემიისა და თბილისის 123-ე საჯარო სკოლას შორის ოთხი საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
პირველი შეხვედრა მეთერთმეტეკლასელებს შორის შედგა, რომელიც თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით: 8:0 დასრულდა.
მომდევნო მატჩში ერთმანეთს მეათე კლასის მოსწავლეების გუნდები დაუპირისპირდნენ. ამჯერად, აკადემიის გუნდმა მეტოქესთან მარცხი განიცადა და შეხვედრა ანგარიშით: 3:5 დაასრულა.
შემდეგი თამაში მერვე-მეცხრე კლასებს შორის გაიმართა, რომელიც თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
კიდევ ერთი საფეხბურთო მატჩი შედგა მეშვიდე კლასებს შორის. ძირითადი დრო ფრედ: 0:0 დასრულდა. გამარჯვებული გუნდი პენალტების სერიით გამოვლინდა, სადაც უპირატესობა 123-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. თამაში აკადემიის გუნდის მარცხით, ანგარიშით: 1:3 დასრულდა.
სპორტულ აქტივობებს თანამედროვე განათლების აკადემიიდან ორგანიზება სპორტის მასწავლებელმა ლევან ხელაშვილმა გაუწია. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comments