26 მაისი თანამედროვე განათლების აკადემიაში!
- CEA
- Jul 18, 2022
- 1 min read

მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით ავღნიშნეთ 26 მაისი თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პატრიოტული მუხტი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა.
აკადემიის მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო პოსტერები,
წაიკითხეს "თავისუფლების" თემაზე შექმნილი ესეები, აკადემიის ეზოში მოაწყვეს ფლეშმობი,
მოეწყო ფილმის ჩვენება;
მოწვეული სტუმარი ფილოსოფოსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზეგანია და თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მალაზონია შეხვდნენ მოსწავლეებს და ესაუბრნენ თავისუფლების არსსა და მნიშვნელობაზე.
______________
Komentari