top of page

1-ელ ივნისს, აკადემიაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა


თანამედროვე განათლების აკადემიაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრადიციული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიელების მიერ დამზადებული ნივთები, ტკბილეული და სასმელები.


ღონისძიებაში მონაწილეობა პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა და აკადემიის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს. საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები, მასწავლებლები, აღმზრდელ-პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.


პარალელურად გაიმართა კონცეტრი, სადაც აკადემიელებმა სიმღერისა და ცეკვის ნომრები წარმოადგინეს.


გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა „ბერი ანდრიას ფონდსა“ და ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანას“ გადაეცემა.


თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page