top of page

ჰოლოკოსტის შესახებ აკადემიელებმა პრეზენტაციები მოამზადეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Feb 5, 2024
  • 1 min read



თანამედროვე განათლების აკადემიის მეცხრე და მეთერთმეტეკლასელები ჰოლოკოსტის თემას მრავალფეროვანი პრეზენტაციებით გამოეხმაურნენ. აკადემიელები თანატოლებს 1933-1945 წლებში განხორციელებული უმცირესობების გენოციდზე, იმ დროინდელი საინტერესო პიროვნებებისა და ისტორიული ფაქტების შესახებ ესაუბრნენ.

 

პრეზენტაციებს მეცხრე და მეთერთმეტეკლასელების გარდა მეშვიდე ა, მერვე ბ, და მეათე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

 

ღონისძიება აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის ნინო მიმინოშვილის ინიციატივით გაიმართა.

 

სიტყვით ჰოლოკოსტი 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ, ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალებისა და სხვა უმცირესობების გენოციდი აღინიშნება.

______________

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page