top of page

„ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ – ღია გაკვეთილი III ბ კლასში

  • Writer: CEA
    CEA
  • Jan 23
  • 1 min read

Updated: Jan 24


თანამედროვე განათლების აკადემიის III ბ კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა. მოწვეულმა სტუმარმა, პედიატრმა ნინო კაციტაძემ, მოსწავლეებთან ერთად თემა - „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ განიხილა.


სასწავლო პროცესში ბავშვებმა საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს ეხებოდა. სტუმარმა თავისი პროფესიული გამოცდილებით, გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ნინო კაციტაძე ერთ-ერთი მოსწავლის, ალექსანდრე არონიშიძის, ბებიაა.


ღია გაკვეთილი III ბ კლასის დამრიგებლის, ნია ყანჩაველის ინიციატივით გაიმართა. სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის მიზნით, ოჯახის წევრების მოწვევა მომავალშიც იგეგმება.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page