თანამედროვე განათლების აკადემიის მეხუთეკლასელებმა დინოზავრების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები და ნამუშევრები წარმოადგინეს. ბავშვებმა წინარეისტორიული ხანა ბუნებისმეტყველების საგანში გაიარეს. თემის ფარგლებში მათ ხორცისა და ბალახისმჭამელი დინოზავრების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, რის საფუძველზეც სხვადასხვა მასალისგან მათი მოდელი შექმნეს.
მეხუთეკლასელების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს მეოთხე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, მათ თემის ირგვლივ კითხვები დაუსვეს.
ღონისძიება აკადემიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, თამარ რუხაიას ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
______________
Comentarios