top of page

"წითელი XX საუკუნე" - IX კლასის იტეგრირებული პროექტი

  • Writer: CEA
    CEA
  • Jul 15, 2024
  • 1 min read

Updated: Jul 16, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიის IX კლასში ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა. ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის საგნებში ბავშვებმა სხვადასხვა სახის დავალება შეასრულეს. ასევე, დაწერეს სცენარი, რომლის მიხედვითაც, სტაჟიორის, როინ რუხიაშვილის დახმარებით, მოამზადეს დოკუმენტური ფილმი - “წითელი XX საუკუნე”. მასში საუბარია საბჭოთა სახელმწიფოს შექმნაზე, მის იდეოლოგიასა და ძალადობრივ რეჟიმზე. ფილმის პრეზენტაცია და განხილვა აკადემიის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

დისკუსიის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა თავიანთი პორტფოლიოები წარადგინეს. ასევე, ისაუბრეს პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს.


ინტეგრირებული პროექტი აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის, ნინო მიმინოშვილის ინიციატივითა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ჯულიეტა ჯანჯღავას მხარდაჭერით განხორციელდა.

______________

留言


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page