top of page

"ციცინათელებმა" ხელების დაბანის მსოფლიო დღე ღნიშნეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Oct 15, 2024
  • 1 min read

Updated: Oct 29, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფში "ციცინათელები" ხელების დაბანის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ბავშვებმა აღმზრდელების, მაკა გოგოტიშვილისა და თამარ ბეჟუაშვილის დახმარებით, საინფორმაციო პოსტერი შექმნეს, რომელიც პატარებს, ხელების ჰიგიენის შესახებ, ინფორმაციის ვიზუალურად აღქმაში დაეხმარა.

 

ჯგუფში, ასევე, ჩაატარეს სხვადასხვა ექსპერიმენტი, თუ როგორ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე, ხელის ჩამორთმევით, უხილავი ბაქტერიები.

 

ხელების დაბანის მსოფლიო დღე პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა. ამ დღის მიზანი, ჰიგიენის შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაა, რათა გავიგოთ, რამდენად აუცილებელია ხელების სწორად დაბანა და რამდენად მარტივი და ეფექტური საშუალებაა დაავადებების პრევენციისთვის.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page