top of page

"ციცინათელებმა" წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს

დღეს, 5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფი „ციცინათელები“ ბიბლიოთეკას ესტუმრა. პატარებმა საბავშვო ლიტერატურიდან სასურველი წიგნები შეარჩიეს და ბიბლიოთეკართან შესაბამისი პროცედურები გაიარეს.

 

ამ დღის მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. „ციცინათელების“ აღმზრდელები, მაკა გოგოტიშვილი და თამარ ბეჟუაშვილი ამ აქტივობით აღნიშნულს გამოეხმაურნენ და ბიბლიოთეკაში ბავშვებს ერთ-ერთი წიგნი წაუკითხეს.

 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2010 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ LitWorld დააწესა და მას შემდეგ ყოველი წლის თებერვლის პირველ ოთხშაბათს აღინიშნება. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საშუალებას აძლევს გაერთიანდნენ და ერთად კითხვის სიამოვნება გაიზიარონ.

Comentários


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page