
თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის „ციცინათელების“ აღსაზრდელებმა მშობლები თემატურ პრეზენტაციაზე მოიწვიეს. აქტივობა პროექტის „პროფესიები“ ფარგლებში გაიმართა - ბავშვები რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს ადამიანებს შეხვდნენ და მათი საქმიანობა გაიცნეს.
პატარებმა, აღმზრდელების დახმარებით, პრეზენტაციაზე მშობლებს სწავლების პროცესი წარუდგინეს და მიღებული ცოდნა გაუზიარეს. ღონისძიებაში ინგლისური ენის მასწავლებელი მერი კილასონიაც ჩაერთო და ბავშვებთან ერთად რამდენიმე სახალისო აქტივობა განახორციელა.
პრეზენტაციის დასასრულს, აღსაზრდელებმა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების როლები მოირგეს და სტუმრებს მინი წარმოდგენა შესთავაზეს.
ღონისძიებას ორგანიზება აღმზრდელებმა, მაკა გოგატიშვილმა და თამარ ბეჟუაშვილმა გაუწიეს.
აქტივობამ ბავშვებს საშუალება მისცა, უკეთ გაეცნოთ სხვადასხვა პროფესია და მათ შესახებ გააზრებულად ესაუბრათ.
Comments