ჩრდილების თეატრი აკადემიელების მონაწილეობით
- CEA
- Apr 24, 2023
- 1 min read
Updated: Apr 28, 2023

თანამედროვე განათლების აკადემიის მეშვიდე ბ კლასის მოსწავლეებმა პატარა აკადემიელებს ჩრდილების თეატრი შესთავაზეს. სამი ჯგუფის მიერ მომზადებული ზღაპრები: წითელქუდა და ჭრიჭინა და ჭიანჭველა, მეორე ბ კლასის მოსწავლეებმა ნახეს.
მეშვიდეკლასელებმა სპექტაკლებზე, მუსიკის მასწავლებლის ანა მაისურაძის დავალებით იმუშავეს. მათ ჩრდილების თეატრისთვის საკუთარი ხელით დაამზადეს რეკვიზიტები, თავად შექმნეს ზღაპრის გმირები და წარმოდგენილ სცენებს მუსიკალური ფონი შეურჩიეს.
______________
Comments