გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური კატასტროფების შემცირების მიზნით, თანამედროვე განათლების აკადემიის მეორე ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან მანანა მაისურაძესთან ერთად, პროექტზე - „ჩვენ ვიყენებთ ყველაფერს“ იმუშავეს. აკადემიელებმა მეორადი გამოყენების მიზნით, გადასაყრელი ნივთები შეაგროვეს და მათ ახალი დანიშნულება მიანიჭეს.
დამზადებული ნამუშევრებით, მოსწავლეებმა, აკადემიის ეზოში გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. თითოეული ნივთი მსურველებმა სიმბოლურ ფასად შეიძინეს. შემოსული თანხის ნახევარი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას მოხმარდება, ხოლო დარჩენილი თანხით ბავშვები საკუთარ გარე სასკოლო აქტივობას დაიფინანსებენ.
გამოფენა-გაყიდვის გარდა, აკადემიელებმა, გამართეს ფილმის პრეზენტაციაც, რომელიც პროექტის ფარგლებში თავადვე გადაიღეს.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო ზაქარას კეთილი მანქანა / SAPG-Stray Animals Project in Georgia-ც. მოსწავლეები მიუსაფარ ცხოველებზე სწორედ მისი მეშვეობით იზრუნებენ.
პროექტი „ჩვენ ვიყენებთ ყველაფერს“ მოსწავლეებში ცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება.
Comments