top of page

ჩვენი გუნდის წევრი ნათია ვერულიძე!


გვსურს, გაგაცნოთ ჩვენი გუნდის წევრი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნათია ვერულიძე, რომელიც თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის გუნდს წელს შემოუერთდა!

ნათია ძალიან მხიარული, მეგობრული, პოზიტიური და ენერგიული ადამიანია, რომელმაც მოკლე დროში ყველას ძალიან შეაყვარა თავი.

„ვფიქრობ, ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის განათლებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გარემოს. თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში ვცდილობთ, მოსწავლეებს შევუქმნათ რაც შეიძლება მეტი კომფორტი და ვიყოთ მეგობრულები. აკადემიაში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც პრობლემის გადაჭრის გზებს არ შემოგთავაზებს, აქ არის გარემო, სადაც ერთმანეთს უზიარებენ იდეებს და გამოცდილებას, ამასთანავე მუდმივად სწავლობ და ვითარდები.

მიმაჩნია, რომ მასწავლებელი ერთგვარი ბეწვის ხიდია ბავშვის აწმყოსა და მომავალს შორის, ჩვენს გუნდში კი არიან ადამიანები, რომლებიც უდიდესი სიფრთხილით და ყურადღებით შეირჩნენ. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ გუნდის წევრი მქვია!“

_____________

Comments


bottom of page