"თანამედროვე განათლების აკადემიის" მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კონკურს-ღონისძიებაში "ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე".
საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (finedu.gov.ge) საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღის აღსანიშნავ გლობალურ ღონისძიებებს წელს საქართველოს სახელით უკვე მეათედ უერთდება.
აღნიშნული თარიღის აღსანიშნავად სხვა აქტივობებს შორის ტარდება ღონისძიება-კონკურსი სახელწოდებით "ჩაერთე, ასწავლე, გაიმერჯვე", რომლის მხარდაჭერას და საპრიზო ფონდის დაწესებას განახორციელებენ ფინანსური სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიება ეხმიანება მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნის მთავარ იდეას და მიმართულია ახალგაზრდობის ფართო მასებისათვის დაზოგვის მნიშვნელობის, სარგებლის, ასევე, დაზოგვასთან დაკავშირებული გამოწვევების გაცნობისა და მათ მიერ გუნდური მუშაობის ფორმატში საკითხის გადაჭრის გზების ძიების წახალისებისაკენ.
მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1924 წლიდან ბევრ ქვეყანაში, საქართველოში კი 2012 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. აღნიშნული თარიღის მიზანია, დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და წახალისება. საქართველოში ამ დღის ადრესატი ძირითადი სეგმენტი ბავშვები და ახალგაზრდები არიან, დაზოგვის დღეს კი თავისი სიმბოლო ჭიანჭველა „გროვია“ ჰყავს.
"თანამედროვე განათლების აკადემია" მადლობას უხდის ჯგუფის მენტორს ნინო მიმინოშვილს.
תגובות