top of page

"შოკოლადის ფესტივალი"



თანამედროვე განათლების აკადემიაში “შოკოლადის ფესტივალი” გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიიღეს.


ფესტივალზე მერვეკლასელებმა, პრეზენტაციის სახით, შოკოლადის აღმოჩენისა და მისი დამზადების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეს. ასევე, პროდუქტის კალორიულობაზე და მის სასარგებლო თვისებებზე ვიდეორგოლი წარმოგვიდგინეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა მოგვიმზადეს პრეზენტაცია შოკოლადის ყველაზე ცნობილი ნამცხვრის „ბრაუნის“ შესახებ და მისი მომზადების წესებზეც გვიამბეს.


ღონისძიებაზე ქიმიის მასწავლებლის ნინო ჯავახაძის ხელმძღვანელობით მარტივი ცდა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც შოკოლადის ჯანსაღი ვარიანტი გამოვლინდა.



ფესტივალის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მარიამ დანელიამ მოსწავლეებს სახალისო ვიქტორინა მოუმზადა, რომლის კითხვებიც სწორედ შოკოლადს შეეხებოდა.


„შოკოლადის ფესტივალი“ ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის ნინო მიმინოშვილის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა: ნინო ქემოკლიძემ, ირმა ორჯონიკიძემ, ნინო ჯავახაძემ და მარიამ დანელიამ.

______________

Comments


bottom of page