top of page

,,შეხვდი ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე“ - მესამეკლასელების კამპანია

  • Writer: CEA
    CEA
  • Dec 27, 2023
  • 1 min read

Updated: Jan 18, 2024




თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ბ კლასის მოსწავლეებმა კამპანია "შეხვდი ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე“ წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც დღეს ბავშვებმა პოსტერები დაამზადეს და ქუჩაში რიგით გამვლელებს დაურიგეს. აქციის მიზანს საზოგადოებაში ცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება წარმოადგენდა.


 ბავშვების აზრით, ახალი წლის ღამეს, ფერად-ფერადი მაშხალებით განათებული ცა ლამაზია, თუმცა პიროტექნიკა სახიფათოა, როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ეს კი სერიოზული მიზეზი იყო იმისთვის, რომ მოსწავლეებს მოქალაქეებისთვის მისი გამოყენების მინიმუმამდე შემცირებისკენ მოეწოდებინათ.

 აქცია კლასის დამრიგებლის, მანანა მაისურაძისა და ასისტენტის, ელენე წერეთლის მხარდაჭერით განხორციელდა.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page