შექსპირის კვირეულის ფარგლებში CEA-ში ღონისძიება გაიმართა
- CEA
- May 1, 2023
- 1 min read
Updated: May 2, 2023

უილიამ შექსპირის კვირეულის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემიაში, ინგლისელი დრამატურგისა და პოეტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მეათე კლასის მოსწავლეებმა შექსპირის სონეტები ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის თანამშრომლებიც. სონეტები წარმოადგინეს ინგლისური ენის მასწავლებელმა თეონა სამხარაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნათია ვერულიძე.
შექსპირისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ორგანიზება ინგლისური ენის მასწავლებელმა ანანო შანავამ გაუწია, საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე კი მეათე კლასის მოსწავლემ ერეკლე ჯამრულიძემ იზრუნა.
______________
Comments