top of page

შეფი კონსტანტინე თედელური სტუმრად CEA-ში

  • Writer: CEA
    CEA
  • Mar 20
  • 1 min read

Updated: Mar 26

თანამედროვე განათლების აკადემიას ცნობილი შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური ეწვია. შეხვედრაზე მან კულინარიასა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და პრეზიდენტების მენიუზე საინტერესო ისტორიები გაგვიზიარა.


მოსწავლეებმა მოისმინეს პროფესიონალი შეფის გამოცდილება, გაიგეს მეტი კვების კულტურისა და სწორად შერჩეული რაციონის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულინარიის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესზე.


შეხვედრას მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, შეფისთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და პრაქტიკული რჩევებიც მიეღოთ.


ღონისძიებას ორგანიზება თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრმა, მე-12 კლასის მოსწავლემ ნატალია რუხაძემ გაუწია.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page