top of page

ღია კარის დღე "ფრესქულის" აღსაზრდელთა მშობლებისთვის

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 30, 2024
  • 1 min read

Updated: May 15, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიაში, სკოლამდელი აღზრდის პროგრამის აღსაზრდელთა მშობლებისთვის, „ღია კარის დღე“ გაიმართა. თავდაპირველად მათ აკადემიის დირექტორი დავით მალაზონია მიესალმა და მშობლებისთვის აქტუალური საკითხები განიხილა.

 

შეხვედრა პროგრამის მენეჯერმა ირინა ქირიამ გაგრძელა, რომელმაც სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა და აღსაზრდელების დღის განრიგი წარმოადგინა. ასევე, ისაუბრა საბავშვო ბაღში არსებული წრეებისა და კლუბების შესახებ.

 

მშობლებს გაესაუბრა ფრესქულის აღმზრდელი მაკა გოგოტიშვილიც, რომელმაც მათ ბავშვებთან მუშაობის საკუთარი გამოცდილება და მიდგომები გაუზიარა.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თანამედროვე განათლების აკადემიის სკოლამდელი აღზრდის პროგრამის წარმომადგენლებმა მშობლების კითხვებს უპასუხეს.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page