top of page

ღია კარის დღე თანამედროვე განათლების აკადემიაში


მომავალი პირველკლასელების მშობლებისთვის თანამედროვე განათლების აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა. დირექტორმა დავით მალაზონიამ მათ სასკოლო პროგრამები და ის ბენეფიტები გააცნო, რომელიც აკადემიას გააჩნია.


მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია სკოლის მიდგომებისა და მოლოდინების შესახებ. ასევე, მოისმინეს 2023-2024 სასწავლო წლის გეგმები.


პრეზენტაციის შემდეგ, აკადემიის დირექტორმა აუდიტორიას დაწყებითი საფეხურის სპეციალისტები წარუდგინა. ინოლა გულუამ და მზეო კვინიკაძემ, თავის მხრივ მშობლებს საკუთარი გეგმები და სწავლების მეთოდები გაუზიარეს.

თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის ღია კარის დღეზე დამსწრე ყველა მშობელს.

______________

#კერძოსკოლა#ბაღი#preschool

bottom of page