top of page

"ქალაქი ზღაპარეთი" - I ბ კლასის საახალწლო სპექტაკლი

  • Writer: CEA
    CEA
  • Jan 21
  • 1 min read

Updated: Jan 22

თანამედროვე განათლების აკადემიაში ცნობილი ზღაპრის გმირები შეიკრიბნენ. პირველი ბ კლასის მოსწავლეებმა ფერიების, პრინცესების, პრინცებისა და სხვა პერსონაჟების როლები მოირგეს და საახალწლო ზღაპარში გვამოგზაურეს.


სპექტაკლი სახელწოდებით „ქალაქი ზღაპარეთი“ ბავშვებმა თემატური სიმღერებითა და ცეკვებით გააფორმეს. მუსიკალურ ნომრებზე აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ იმუშავა.


თეატრალური წარმოდგენა კლასის დამრიგებლის, ნატო მეფარიშვილის ინიციატივითა და მშობლების ხელშეწყობით, მოწვეულმა რეჟისორმა მაკა ჭუმბურიძემ მოამზადა. სპექტაკლმა აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page