top of page

ფსიქოლოგის საათი „თანამედოვე განათლების აკადემიაში“

  • Writer: CEA
    CEA
  • Jan 12, 2021
  • 1 min read

Updated: Feb 9, 2021



ფსიქოლოგის საათი „თანამედოვე განათლების აკადემიაში“

„თანამედროვე განათლების აკადემია“ მუდმივად ზრუნვას მოსწავლეების აკადემიური, კოგნიტური, სოციალური, ფსიქო-ემოციური უნარების განვითარებაზე, რათა შემდგომში მათ მარტივად შეძლონ სოციუმში თვითგამოხატვა, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება ინდივიდებთან და ჯგუფებთან.

სოციალურ-ემოციური განვითარება მოიცავს ისეთ უნარებს, რომელიც ეხმარება ბავშვს საკუთარი თავის შესწავლაში, საკუთარი ემოციების ამოცნობაში, იმპულსებისა და ქცევის მართვაში, თანატოლებთან და უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და ა.შ.

სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით განხორციელებული სხვა აქტივობების გარდა, აკადემიის ფსიქოლოგი მოსწავლეებთან ინტენსიურად მართავს შეხვედრებს, რომლებზეც, სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობის გამოყენებით, მოსწავლეები მსჯელობენ ისეთ თემებზე როგორიცაა: ემოციებისა და ბრაზის მართვა, სტრესისა და შფოთვის დაძლევა, პასუხისმგებლობა და ზრუნვა, მიზანდასახულობა და თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, ციფრული უსაფრთხოება და სხვ.

_____________

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page