top of page

„ფინედუ“ სტუმრად CEA-ში

  • Writer: CEA
    CEA
  • 5 days ago
  • 1 min read

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემიას ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალის, „ფინედუს“ წარმომადგენლები ესტუმრნენ, პროექტით „მოიწვიე ფინედუ კლასში“. წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში, სტუმრებმა აკადემიელებისთვის, ფინანსური განათლების თემაზე სახალისო, თამაშებით გამდიდრებული გაკვეთილები ჩაატარეს. პროექტში III გ, IV ა და IV ბ კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.


ფულის გლობალური კვირეული საქართველოში უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება. ის მსოფლიო მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მისიაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.


წლევანდელი კვირეული საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

Bình luận


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page