top of page

ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ აკადემიის უფროსკლასელებისთვის ლექცია ჩაატარა


„საუბრები ვეფხისტყაოსანზე და პარადოქსი ლიტერატურაში“ – ამ თემაზე ანამედროვე განათლების აკადემიაში საჯარო ლექცია გაიმართა. ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია უფროსკლასელებს შეხვდა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.


ვინ არის რეალურად შოთა რუსთაველის პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი პერსონაჟი ტარიელი, რა იმალება პოემის მრავალფეროვანი სტრიქონების უკან და რა არის პარადოქსი ლიტერატურაში - სტუმარმა, ლექციაზე, საკუთარი კვლევის შედეგები გააჟღერა და თემის შესახებ ახალგაზრდები დააფიქრა.

ლექციის დასასრულს გია მურღულიამ მოსწავლეებს კონკურსის შესახებ - "ვწერ თავისუფალ თემას", ინფორმაცია მიაწოდა, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


გია მურღულიას ლექციას თანამედროვე განათლების აკადემიის მაღალი კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

შეხვედრას ორგანიზება აკადემიის დირექტორმა დავით მალაზონიამ და დირექტორის მოადგილემ ხათუნა ბარაბაძემ გაუწიეს. ______________

Comentarios


bottom of page