top of page

უილიამ შექსპირის საღამო

  • Writer: CEA
    CEA
  • May 15, 2024
  • 1 min read

Updated: May 22, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიაში ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის უილიამ შექსპირის საღამო გაიმართა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა მისი ბიოგრაფია და სონეტები ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს. მე-8 დ კლასის მოსწავლემ, გურამ გორგაძემ კი პოეტის ერთ-ერთი სონატა შეასრულა. ღონისძიება შექსპირის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

 საღამოს აკადემიის მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ორგანიზება ინგლისური ენის მასწავლებელმა ანანო შანავამ გაუწია.


უილიამ შექსპირი 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია: „ჰამლეტი“, „ოტელო“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“ და „ანტონიუსი და კლეოპატრა“. ამ ტრაგედიებში ყველაზე ღრმად აისახა შექსპირის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, ადამიანის ძალისა და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა.

 

უილიამ შექსპირი მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად არის მიჩნეული.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page