top of page

"ტროლების" აღსაზრდელებმა თაბაშირის დამუშავების ტექნიკა ისწავლეს


თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფი „ტროლები“ თაბაშირის დამუშავების ტექნიკას დაეუფლნენ. პატარებს მასტერკლასი ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა თამარ სიხარულიძემ ჩაუტარა. ბავშვებმა აღმზრდელ-პედაგოგებთან ერთად მინიატიურული საყვავილეები დაამზადეს, სასურველი ფერებით შეღებეს და ზედ ყვავილები დაამაგრეს.


დამზადებული საყვავილეები 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აკადემიაში გამართულ ღონისძიებაზე გამოიფინება.

______________

#ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld

#თანამედროვეგანათლებისაკადემია

#contemporaryeducationacademy

#cea

#კერძოსკოლა #ბაღი #preschool

bottom of page