top of page

ტოლერანტობის კვირეული!


თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში ჩატარდა ტოლერანტობისა და გენდერული მრავალფეროვნების კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა საინტერესო აქტივობები.

აკადემიის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს მხიარული ვიქტორინა და შექმნეს პოსტერი, ასევე, პედაგოგებთან ერთად იმსჯელეს ტოლერანტობის შესახებ.

კვირეულის ფარგლებში მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ ოზურგეთის ტექნოპარკის ხელმძღვანელს ავთო თავდიშვილს, რომელმაც ჩაატარა თემატური შეხვედრა გენდერული მრავალფეროვნებისა და თანასწორობის შესახებ. შეხვედრის მიმდინარობისას მოსწავლეებმა სპიკერთან ერთად იმსჯელეს გენდერზე, სქესზე, გენდერული სტერეოტიპებისა და ფემინიზმის შესახებ.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები,მოეწყო ფილმის ჩვენებაც.






_____________


Commentaires


bottom of page