top of page

სტუმრად ოლიმპიურ მუზეუმში!


თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმს ესტუმრნენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee-ში მოსწავლეებმა დაათვალიერს მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას და ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee-ში მოსწავლეებს უმასპინძლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

სახელოვანმა მოჭიდავემ მოსწავლეებს უამბო თავის განვლილ სპორტულ კარიერაზე, ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა იხილეს ფილმი დავით გობეჯიშვილის შესახებ - ,,ერთი ჩემპიონის ისტორია“.



_____________

#ჩვენვცვლითსამყაროს #WeChangeTheWorld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #CEA #კერძოსკოლა #ბაღი #Preschool

www.cea.ge

bottom of page