top of page

"სმურფების" აღსაზრდელებმა მკერავის პროფესია მოირგეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 19, 2023
  • 1 min read

Updated: Apr 24, 2023


„სმურფების“ აღსაზრდელებმა ერთი დღით მკერავის პროფესია მოირგეს და იმიტირებული ატელიე გახსნეს. ბავშვები თოჯინებისთვის ტანსაცმლის შეკერვას მშობლებთან ერთად შეეცადნენ.


მკერავის პროფესია ბავშვებმა თავად აირჩიეს და ერთდღიანი იმიტირებული ატელიეს გახსნაც ერთხმად გადაწყდა.

„სმურფები“ პროფესიების თემას მთელი კვირის განმავლობაში სწავლობდნენ და თითოეულის მნიშვნელობას ეცნობოდნენ. თემის დასრულების შემდეგ, აღმზრდელ-პედაგოგებმა, ნინო ცინდელიანმა და ნინო მებონიამ პატარების ვიდეოები ჩაიწერეს, სადაც თითოეული აღსაზრდელი თავის მომავალ პროფესიაზე საუბრობს. ვიდეო-ჩანაწერი იმიტირებული ატელიეს გახსნამდე მშობლებს უჩვენეს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

תגובות


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page