თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA ახალი სასწავლო წლიდან X, XI, XII კლასების მოსწავლეებს სთავაზობს მნიშვნელოვან სიახლეს:
ACADEMIC WRITING;
TOEFL;
COLLEGING.
იქნება აკადემიის კურიკულუმის ნაწილი და, შესაბამისად, სავალდებულო ყველა მოსწავლისთვის.
Academic Writing-ის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან სამოტივაციო წერილების, სხვადასხვა სახის ესეების, ფორმალური წერილების წერასა და სხვა.
Colleging - ის ფარგლებში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას წამყვანი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების შესახებ. მოსწავლეები მიიღებენ სრულ ინფორმაციას ჩარიცხვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე და მიიღებენ კონსულტაციებს.
TOEFL გაკვეთილები უზრუნველყოფს ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდების ჩასაბარებლად აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლებას, რაც ოსწავლეებს დაეხმარებათ მაღალი ქულების მიღებაში, რაც საზღვარგარეთ სწავლებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ახალი სისტემა დახმარება ჩვენს მოსწავლეებს განივითარონ XXI საუკუნის შესატყვისი ცოდნა და უნარები და, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელონ სწავლა უცხოეთის წარმატებულ უნივერსიტეტებში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეიქმნა ქოლიჯინგისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს მოიძიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტები და ფაკულტეტები. ასევე, დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსწავლეების დახმარებას საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
_____________
#ჩვენვცვლითსამყაროს #WeChangeTheWorld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #CEA #კერძოსკოლა #ბაღი #Preschool
www.cea.g
Comentários