top of page

საქველმოქმედო გამოფენა და საგანმანათლებლო პიკნიკი

  • Writer: CEA
    CEA
  • Jun 2
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაში ტრადიციული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიელების მიერ დამზადებული ნივთები- სამკაულები, ნახატები, დეკორაციები, ნამცხვრები და ტკბილი სასმელები.


აქტივობაში მონაწილეობა პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა და აკადემიის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს. საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები, მასწავლებლები, აღმზრდელ-პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.


წელს პირველად გამოფენა-გაყიდვის პარალელურად მოეწყო საგანმანათლებლო პიკნიკი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის საინტერესო შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა. მასში მონაწილეობა უფროსი კლასის მოსწავლეებმა, შესაბამისი საგნის მასწავლებლების ხელმძღვანელობით მიიღეს.



საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად იმართება. წელს ეს აქტივობა თანამედროვე განათლების აკადემიის ათი წლის იუბილეს მიეძღვნა, თუმცა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის მთავარი მიზანი - ქველმოქმედება, უცვლელი დარჩა.


გამოფენა-გაყიდვიდან სულ 6360 ლარი შემოვიდა. თანხა „ბერი ანდრიას ფონდსა“ და ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანას“ გადაეცა.


საქველმოქმედო აქტივობა და შემოქმედებითი პიკნიკი დირექციისა და ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიმართა, რისთვისაც აკადემიის ბიუჯეტიდან 2000 ლარი გამოიყო. ინიციატივის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთნენ დამრიგებლები, ტუტორები, კათედრის ხელმძღვანელები, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, ასისტენტები, მოსწავლეები, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის თანამშრომლები და აღსაზრდელები.


თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის საქველმოქმედო აქტივობაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს!

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page