top of page

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა #დათისთვის!


1 ივნისს თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში ტრადიციულად გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.

აკადემიაში ყოველწლიურად მსგავსი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიება იმართება. წელს მთელი აკადემია დავით ქოქრაშვილის #დათისთვის დასახმარებლად გაერთიანდა.

განსაკუთრებული დღე შედგა. სკოლის ეზოში სხვადასხვა თემატური ზონა გაკეთდა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეძინათ მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, მათ მიერვე შექმნილი კულინარიული ნამუშევრები, მოეწყო სამეცნიერო კუთხე და აკადემიის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.

ძალიან დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ თითოეულ მოსწავლეს, მშობლებს, მასწავლებლებს, რომელთაც მართლაც განსაკუთრებული სიყვარულით, მონდომებით, ერთობით შექმნეს ეს დღე #დათისთვის.

გვჯერა, რომ ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ.



______________

Comments


bottom of page